|
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 1 » მიკროსოფტ ვირტუალ პც 2007
14:54 მიკროსოფტ ვირტუალ პც 2007 |
Microsoft Virtual PC 2007 არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შექმნათ ვირტუალური კომპიუტერი, რომელზეც დააყენებთ დამოუკიდებელ ოპერაციულ სისტემას და გამოიყენებთ ისე თითქოს ნამდვილი იყოს. ანუ ამ პროგრამის დახმარებით შესაძლებელია დააყენოთ სხვა ვინდოუზი ან ლინუქსი კომპიუტერზე, მოქმედი ოპერაციული სისტემიდან გამოუსვლელად, ისე რომ კომპიუტერი არც კი გადატვირთოთ. ეკრანზე გამოვა ფანჯარა, რომელშიც იქნება მეორე სისტემა და ამ ორ სისტემას შორის გადასვლა გადმოსვლა ძალიან მარტია. მოკლედ ამ პროგრამით შეგიძლიათ ერთდროულად იმუშაოთ რამდენიმე ოპერაციულ სისტემაზე ერთდროულად, პარალელურად. პროგრამის გამოყენება შეგიძლიათ მაგალითად ვინდოუზის დასატესტად, ან ცალკე ოპერაციული სისტემის შესაქმნელად სადაც საცდელად დააყენებთ პროგრამებს, და იმ სისტემაში რაც არ უნდა მოხდეს, რაც უნდა გაფუჭდეს, ნამდვილ ვინდოუზს არაფერი ემუქრება, რადგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია მისგან. ხო, და რაც მთავარია, პროგრამა მოსახმარად ძალიან მარტივია.
|
კატეგორია: Soft - პროგრამები |
ნანახია: 1213 |
დაამატა: sHaDoW
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|